пятница, 19 декабря 2008 г.

,,ცეცხლს ნუ ეთამაშები“

პროექტის სახელი: ,,ცეცხლს ნუ ეთამაშები“

პროექტის მოკლე აღწერა:
ქართული გამონათქვამებისა და ფრაზეოლოგიზმების მოძიება, ინდივიდუალური ინტერპრეტაციის მცდელობა, სიტუაციების შექმნა.

პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები ეცნობიან ქართული მეტყველების სამკაულებს, ეძებენ და აგროვებენ რაც შეიძლება მეტ ფრაზეოლოგიურ გამონათქვამებს, ცდილობენ განმარტონ მნიშვნელობები, სცადონ ინდივიდუალური ინტერპრეტაცია, მიუსადაგონ რაიმე სიტუაციას პირადი ცხოვრებიდან, ქვეყნის მდგომარეობიდან, მსოფლიოს ყოფიდან და სხვა, რაც მოსწავლეებს მოეხმარება კონკრეტული ცოდნის განზოგადოებაში.

მონაწილეთა ასაკი: 11-16 წ.წ.

პროექტის შესაძლპო აქტივობები კლასში:
მუშაობა წყვილებში, ჯგუფებში,ინდივიდუალური პრეზენტაციები, მასალის დაფორმატება წარსადგენად, დისკუსია, მოკლე წერითი სამუშაოები, ტოპონიმიკური ძიებები.

მოსალოდნელი შედეგები: ნახატები, პლაკატები, დეკორაციები, შეიქმნება ქართულ თქმათა ბანკი საინფორმაციო ბიბლიოთეკა.

სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული, ისტორია, გეოგრაფია, ხატვა, შრომითი სწავლება.

კონკრეტულის განზოგადების უნარი, რეფლექსია, სიტუაციური ამოცანის შექმნა, პრობლემის დასმა-გადაჭრა, წერითი კულტურის ჩამოყალიბება, დისკუსიის უნარის გამომუშავება, შემოქმედებითი აზროვნების გაღვივება.

ფასილიტატორის სახელი: ია კუპრაძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: iakupradze@gmail.com

პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac5072

პროექტის მის.: ia-frazebio.blogspot.com